ვანო ბეჟაშვილი: ვრცელდება ჩემი ფოტოსურათი, რომ თითქოს ვტოვებ საპატრულო პოლიციის რიგებს – განვაგრძობ მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში და ვამაყობ იმით, რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას და ხალხს

განვაგრძობ მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში და ვამაყობ იმით, რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანასა და ხალხს, – ამის შესახებ პოლიციის ოფიცერი, ვანო ბეჟაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ის საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობით უკმაყოფილოა და უწყებას ტოვებს.

ბეჟაშვილი მოუწოდებს მედიასაშუალებებს, ნუ შეუწყობენ ხელს აღნიშნული ცრუ ინფორმაციის გავრცელებას.

„სოციალურ ქსელში ვრცელდება ჩემი ფოტოსურათი, სადაც მაცვია სამსახურებრივი ფორმა, ფოტოსურათს დართული აქვს ტექსტი, რომ თითქოს ვტოვებ საპატრულო პოლიციის რიგებს და რომ ეს განპირობებულია ჩემი უკმაყოფილებით, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნული შინაარსის ტექსტი მე არ მეკუთვნის და ის, ჩემ ფოტოსურათზე მიზანმიმართულად არის განთავსებული. ვაცხადებ, რომ განვაგრძობ მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში და ვამაყობ იმით, რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანასა და ხალხს.

ასევე ვთხოვ, სხვადასხვა მედიასაშუალებებს, ნუ შეუწყობენ ხელს აღნიშნული ცრუ ინფორმაციის გავრცელებას“, – წერს ვანო ბეჟაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები