სამართალდამცველებმა თამარ კურატიშვილი პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და გზის გადაკეტვისთვის დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში საპროტესტო აქციის მონაწილე თამარ კურატაშვილის დაკავების მიზეზი განმარტეს.

როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, სამართალდამცველებმა თამარ კურატიშვილი პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და გზის გადაკეტვისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 174-ე პრიმა მუხლით დააკავეს.

მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს თამარ კურატაშვილი პოლიციამ პლაკატისთვის დააკავა, რომელზეც იყო წარწერა: „ანწუხელიძე უკვდავია“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები