აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად გრენლანდიაში ჩავიდა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი და მისი მეუღლე, უშა ვენსი გრენლანდიაში ჩავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ისინი არქტიკაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას გაეცნობიან და ამერიკელ სამხედროებს შეხვდებიან.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სჭირდება გრენლანდია.