მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა
მიანმარში ძლიერი მიწისძვრის შედეგად ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის სამხედრო მმართველობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულთა რაოდენობა 2370-ს აღემატება.
ხელისუფლების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დანგრეულია შენობები, ხიდები, ავტომაგისტრალები. მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რეგიონში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. მიანმარის ხელისუფლებამ ექვს რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ თითქმის 24 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც მიანმარში ძლიერი მიწისძვრა მოხდა და მისი ბიძგები მეზობელ ტაილანდშიც იგრძნობოდა.