შსს-ს თანამშრომლებმა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციის მიმდინარეობისას ადმინისტრაციული წესით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციის მიმდინარეობისას ადმინისტრაციული წესით 4 პირი დააკავეს.

როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, 2 პირი დაკავებულია პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, ერთი პირი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის 173-ე მუხლით, ხოლო კიდევ ერთი პირი დაკავებულია 173-ე და 174-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და გზის გადაკეტვას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები