შალვა პაპუაშვილი – ზურაბიშვილზე: ლიეტუვის პრეზიდენტი ისე შეხვდა, ფოტოც კი არ გადაიღო, ესტონეთის პრეზიდენტთან ჩაი დალია და ლატვიის პრეზიდენტთან ერთი ფოტო გადაიღეს კუთხეში ლატვიის დროშის ფონზე
ბოლო ორი-სამი დღეა, ექსპრეზიდენტი ზურაბიშვილი იმყოფება ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ვნახეთ, რომ ლიეტუვის პრეზიდენტი ისე შეხვდა, ფოტოც კი არ გადაიღო, ესტონეთის პრეზიდენტთან ჩაი დალია და ლატვიის პრეზიდენტთან ერთი ფოტო გადაიღეს კუთხეში ლატვიის დროშის ფონზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ნომრითაც კი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის აფილირებული.
„ვნახეთ მათი მიმართვები – საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. ასევე ვნახეთ, რომ სალომე ზურაბიშვილი დარჩა ცარიელ ნომრად – მეხუთე. სხვათა შორის, სიმბოლურია, რომ ხუთი ნომერი გახდა მისი დასახელების ნაწილი. სიმბოლურია, რომ ის, როგორც ექსპრეზიდენტი, ნომრითაც კი პირდაპირ აფილირებული ხდება „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ერთადერთი, რაც ამ სამდღიანი ვოიაჟით მოიპოვა
, არის ის, რომ ყველამ ცალსახად დაანახა, მისგან დარჩენილია მხოლოდ ნომერი ექსპრეზიდენტისა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.