ზელენსკი: უკრაინა აშშ-თან წიაღისეულის შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, თუ ეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას საფრთხეს შეუქმნის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა შეერთებულ შტატებთან წიაღისეულის შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, თუ ეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას საფრთხეს შეუქმნის.

მისი თქმით, უკრაინულმა მხარემ დღეს ოფიციალურად მიიღო შეერთებული შტატებისგან წიაღისეული რესურსების შესახებ შეთანხმების ვერსია.

„ოფიციალურად, კიდევ ერთხელ და ეს მნიშვნელოვანია, უკრაინულმა მხარემ, კერძოდ, უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა, კერძოდ, ჩემს ოფისში, ჩვენ დღეს ოფიციალურად მივიღეთ აშშ-ის ვერსია ან წინადადებები ნოტაზე“, – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

მანვე დასძინა, რომ რამდენიმე ხნის წინ ვიცე-პრემიერმა იულია სვირიდენკომ მიიღო შეთანხმების ვერსია აშშ-ის ხაზინის მდივან ბესენტთან ორმხრივი კონტაქტის დროს, მაგრამ საჭიროა შევადაროთ არის თუ არა ეს იგივე შეთანხმება.

„მე მას რამდენიმე კითხვა დავუსვი. მან თქვა, რომ ძალიან რთული იყო კომენტარის გაკეთება, ეს იყო სრულიად განსხვავებული დოკუმენტი, იყო ბევრი რამ, რაც არ იყო ნახსენები და გამოჩნდა რაღაცები, რაც მხარეებმა ადრე უარყვეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელი იყო „უმაღლეს დონეზე ადვოკატებისგან კონკრეტული მიმოხილვის მიღება“.

„შეადარონ ყველა ეს შეთანხმება, უკვე ბევრია და მივიღებ იმ შეთანხმებას, რომელიც ჩვენმა მხარემ ოფიციალურად მიიღო“, – თქვა სახელმწიფოს მეთაურმა.

გარდა ამისა, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა ხელს არ მოაწერს შეთანხმებას, თუ იგი საფრთხეს შეუქმნის მის ევროკავშირში გაწევრიანებას.

„უკრაინის კონსტიტუციაში მკაფიოდ წერია, რომ ჩვენი კურსი ევროკავშირისკენაა… არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, არის შესაბამისი ნაბიჯები. არაფერი, რაც საფრთხეს შეუქმნის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, არ შეიძლება მისაღები იყოს“, – განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ შეთანხმებას განიხილავს, „როდესაც შესაბამისი საკანონმდებლო საფრთხეები არ იქნება“.

მანვე დასძინა, რომ შეთანხმებას განიხილავს მაშინ, „როცა არ იქნება შესაბამისი საკანონმდებლო საფრთხეები“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები