რუსთავში თამარ თოდაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება
28 მარტს, 18:00 საათზე, რუსთავის ისტორიულ მუზეუმში თამარ თოდაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა 10 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
თამარ თოდაძე რუსთავის ხელოვნების კოლეჯში ფერმწერ-მოქანდაკის სპეციალობაზე სწავლობდა, თბილისის სამხატვრო აკადემია კი მოდის დიზაინის განხრით დაამთავრა. მაგისტრის ხარისხი ტექსტილის დიზაინში დაიცვა.
2010 წლიდან აქტიურად მონაწილეობს საქართველოსა და საზღვარგარეთ გამართულ გამოფენებში.
2017 წელს საქართველოსა და ბერლინში ორი პერსონალური გამოფენა ჰქონდა. საქართველოს მხატვართა კავშირისა და რუსთავის გაერთიანება „გამას“ წევრია.