“ტრამპის ადმინისტრაციის აქცენტი USAID-ზე აჩვენებს, რომ ეს ორგანიზაცია თავისი არაფორმალური გავლენით წარმოადგენდა გაცილებით მეტს, ვიდრე ფორმალურად უნდა ყოფილიყო” – ჩიხელიძე
“ტრამპის ადმინისტრაციის აქცენტი USAID-ზე აჩვენებს, რომ ეს ორგანიზაცია თავისი არაფორმალური გავლენით წარმოადგენდა გაცილებით მეტს, ვიდრე ფორმალურად უნდა ყოფილიყო”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
ჩიხელიძის თქმით, ის არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე თავდაცვის ან საგარეო უწყებები.
“მოდელირებული ისტორიით ტვინგამორეცხილ ევროკრეტინებს არ ეცოდინებათ, რომ USAID შეიქმნა ცივი ომის დასაწყისში, როდესაც ნათელი გახდა, რომ სსრკ თან პირდაპირი სამხედრო კონფრონტაცია სასიკვდილო საფრთხეა და გრძელვადიანი, შედარებით მშვიდობიანი სტრატეგია აჯობებდა.
აშშ-ის და სსრკ-ს საგარეო კონცეფციები პრინციპულად განსხვავდებოდა – სსრკ განვითარებად ქვეყნებში მოსახლეობის ფართო მასების გულის მოგებას ცდილობდა სოციალიზმით, მაშინ როცა მაშინდელი ანგლოსაქსური პოლიტიკური ტრადიციის მიხედვით, ქვეყნის ბედს წყვეტს ელიტა და აქტიური მოქალაქეების კარგად ორგანიზებული ჯგუფები.
სწორედ ამაზეა ორიენტირებული ISAID-ის საქმიანობა – რეალურად სააგენტო საერთაშორისო განვითარების კი არა, უცხო ქვეყნების ელიტების მოსყიდვა-გამოზრდისაა (შეხედეთ საქართველოს მაგალითს – რეალურად რომელი ქვეყანა უყვართ USAID-დალეულებს?), ხოლო თუ ამ ელიტას ხელისუფლებაში ვერ მოიყვანს, მაშინ ქვეყნის დესტაბილიზაციას იწყებს (აქაც შეხედეთ USAID ის საქმიანობის ისტორიულ შედეგებს ლათინურ ამერიკაში, აზიაში, არაბული სამყაროს ნაწილში, ცივი ომის დასრულების შემდეგ კი აღმოსავლეთ ევროპაში და სურათი ცხადი გახდება).
ტრამპი სულაც არ აპირებს უარი თქვას ექსპანსიონიზმზე, პირიქით და ამის ილუსტრაციაა პანამა, გრენლანდია, კანადა. უბრალოდ ტრამპი ბიზნეს მიდგომებიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ თუ საგარეო პოლიტიკაში მიზნების მიღწევა შესაძლებელია პოლიტიკურ-ეკონომიკური ზეწოლით, თან საკმაოდ სწრაფად, უაზრობაა ეს გააკეთო ნელა და ადგილობრივი ელიტების მოსყიდვაში მილიარდების ჩადებით. ასე რომ, USAID-ს ჩვეული ფორმით, დავემშვიდობოთ, ტრამპს კონკურენტი არ სჭირდება”, – წერს ანალიტიკოსი.