თამარ ჩერგოლეიშვილი: ყველაზე კარგად სიტყვა “ბანძობა” აღწერს ოპოზიციის ისტერიკას არაბულ ინვესტიციაზე – რა ბანძი უნდა იყო, ისლამურ სამყაროში აშშ-ის ყველაზე მჭიდრო პოლიტიკურ და სავაჭრო მოკავშირეს აგინო, ქართულ ისლამოფობიაზე მოხტომის ხათრით

“ყველაზე კარგად სიტყვა “ბანძობა” აღწერს ოპოზიციის ისტერიკას არაბულ ინვესტიციაზე, “- ამის შესახებ “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, “ბანძი” უნდა იყო, რომ აშშ-ის ყველაზე მჭიდრო პარტნიორს აგინო ქართულ ისლამოფობიაზე “მოხტომის” ხათრით.

“ყველაზე კარგად სიტყვა “ბანძობა” აღწერს ოპოზიციის ისტერიკას არაბულ ინვესტიციაზე.

რა ბანძი უნდა იყო, ისლამურ სამყაროში ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე მჭიდრო პოლიტიკურ და სავაჭრო მოკავშირეს აგინო, ქართულ ისლამოფობიაზე მოხტომის ხათრით.

მაგ სიბანძეშიც ლუზერები არიან – ულამაზესად გადაიყვანა ივანიშვილმა თავის მოედანზე და გააპობს ახლა დიდებულად ალტინფოთი.” – წერს ჩერგოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები