ვატო შაქარიშვილი: არ პატიობენ ივანიშვილს მორჩილებაზე უარის თქმას; აგენტ ხოშტარიას მონათხრობი ცხადყოფს, თუ რა დგას სანქციების და ბრიუსელის მხრიდან უსამართლო დამოკიდებულების უკან – “ბიძინას ამას არ შევარჩენთ!” – ამ ფონზე, გაუგებარია ხელისუფლების მხრიდან ასეთი კავშირისკენ ცალმხრივად სვლის გაგრძელება

“გასაჯაროებულ მტკიცებულებებში, კერძოდ, ერთ-ერთ აუდიოჩანაწერში ვუსმენთ აგენტ ხოშტარიას, რომელიც ევრო(ს)კავშირში ვიზიტის შედეგებს აცნობს საკუთარ თანამზრახველებს. ციტატა: “ამბობენ, რომ ბიძინას ამას არ შევარჩენთ” – ცხადია, სიტყვა “ამას”-ში იგულისხმება საქართველოს ინტერესების დაცვა და ვასალობაზე უარის თქმა”, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ვატო შაქარიშვილი წერს სოციალურ ქსელში.

შაქარიშვილის თქმით, ევროკავშირი არ პატიობს ბიძინა ივანიშვილს და ქართველ ხალხს მორჩილებაზე უარის თქმას, ამის ფონზე კი მას გაუგებრად მიაჩნია ხელისუფლების მხრიდან ასეთი კავშირისკენ ცალმხრივი სვლის გაგრძელება.

„გასაჯაროებულ მტკიცებულებებში, კერძოდ ერთ-ერთ აუდიოჩანაწერში ვუსმენთ აგენტ ხოშტარიას, რომელიც ევრო(ს)კავშირში ვიზიტის შედეგებს აცნობს საკუთარ თანამზრახველებს.
ციტატა: “ამბობენ, რომ ბიძინას ამას არ შევარჩენთ” – ცხადია სიტყვა “ამას”-ში იგულისხმება საქართველოს ინტერესების დაცვა და ვასალობაზე უარის თქმა.
ერთია, რომ ამ ჩანაწერში აგენტი ხოშტარია საკუთარ თავზე დანაშაულის სამხილს ქმნის, მაგრამ რეალურად ჩვენებას იძლევა პატრონების წინააღმდეგ და ადასტურებს ყველაფერს, რასაც წლებია ვლაპარაკობთ.
არ პატიობენ ივანიშვილს და არ პატიობენ ქართველ ხალხს მორჩილებაზე უარის თქმას. აგენტ ხოშტარიას მონათხრობი ცხადყოფს, თუ რა დგას სანქციების, სტატუსის დაგვიანების, გაწევრიანებაზე მოლაპარაკების შეჩერების, სამარცხვინო რეზოლუციების და ზოგადად ბრიუსელის მხრიდან ამ უსამართლო დამოკიდებულების უკან – “ბიძინას ამას არ შევარჩენთ!”
ამ ფონზე, განსაკუთრებით გაუგებარია ხელისუფლების მხრიდან ასეთი კავშირისკენ ცალმხრივად სვლის გაგრძელება იმის იმედად, რომ ევროკავშირში ვითარება 2030-მდე გაუმჯობესდება. ასეთი მოლოდინი ილუზიაა და მეტი არაფერი, ილუზიაში ყოფნამ კი, რა მოუტანა ჩვენს ქვეყანას, წლებია ყველანი ერთად ვუყურებთ“, – წერს ვატო შაქარიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები