ტრამპმა იემენელი „ჰუსიტების“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების ბრძანებას მოაწერა ხელი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას იემენელი „ჰუსიტების“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების პროცესის დაწყების შესახებ,- ინფორმაციას თეთრი სახლის ვებგვერდი ავრცელებს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ჰუსიტების“ საქმიანობა საფრთხეს უქმნის ამერიკელი მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო პერსონალის უსაფრთხოებას ახლო აღმოსავლეთში.

„ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაა ითანამშრომლოს თავის რეგიონალურ პარტნიორებთან, რათა აღმოფხვრას ანსარ ალაჰის შესაძლებლობები და ოპერაციები, ჩამოართვას მას რესურსები და ამით შეწყვიტოს თავდასხმები აშშ-ის პერსონალზე და სამოქალაქო პირებზე, ამერიკელ პარტნიორებზე და წითელ ზღვაში გემებზე“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის წინა პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ 2021 წელს „ჰუსიტები“ ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები