თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ პირველი ჰიპერბგერითი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა, „ილდირჰანი“ წარადგინა.
რაკეტა საერთაშორისო აერონავტიკის გამოფენაზე იყო წარმოდგენილი.
ოფიციალური მონაცემებით, რაკეტის მოქმედების რადიუსი 6000 კილომეტრს აღწევს. ის აღჭურვილია ოთხი აზოტის ტეტროქსიდის ძრავით და შეუძლია 11 000 კმ/სთ-დან 30 600 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარება.
ეს მახასიათებლები სისტემას სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იარაღის კატეგორიაში ათავსებს. რაკეტის ტესტირების დაწყება უახლოეს მომავალში იგეგმება.
თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, იასარ გიულერმა, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არსებული იარაღის გამოყენებას მხოლოდ თავდაცვის მიზნით აპირებს.