ფეზეშქიანი: ირანი აშშ-ის დაშინებას არასდროს დაემორჩილება 

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ ქვეყანა აშშ-ის დაშინებას და ზეწოლას არასდროს დაემორჩილება.

მისი თქმით, ირანი უარს ამბობს ნებისმიერი ფორმის იძულებით პოლიტიკაზე და „ბულინგის“ ენით საუბარზე, თუმცა დიალოგის შესაძლებლობას საერთაშორისო სამართლის ფარგლებში არ გამორიცხავს.

ირანის ლიდერის თქმით, მოლაპარაკებები შესაძლებელია მხოლოდ თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის პირობებში.

“ირანის ისლამური რესპუბლიკა მზადაა, საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ნებისმიერი დიალოგისთვის, მაგრამ თავისი რწმენისა და პრინციპების საფუძველზე. ის არ დამორჩილებულა და არასდროს დაემორჩილება იძულებას. ისინი ლოგიკურად თუ დაგველაპარაკებიან, დიალოგი შესაძლებელია, მაგრამ მუქარისა და დაშინების ენა არსად მიგვიყვანს“, – განაცხადა ფეზეშქიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები