Bloomberg: ჩინეთი ერთ-ერთ ვარიანტად TikTok-ის ამერიკული განყოფილების ილონ მასკისთვის მიყიდვას განიხილავს

ჩინელი მაღალჩინოსნები ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავენ, რომ აშშ-ში TikTok-ის საქმიანობა ილონ მასკმა შეისყიდოს, თუკი კომპანია აპლიკაციის აკრძალვის კანონპროექტის წარმატებით გასაჩივრებას ვერ შეძლებს,- ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პეკინში ამ გზას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავენ, თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიდეოპლატფორმის აკრძალვის თავიდან აცილება ვერ მოხერხდება.

ამერიკის მთავრობის მიერ გასულ თვეს მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ჩინური კომპანია ByteDance-ი 19 იანვრამდე tik tok-ის ამერიკულ განყოფილებას თუ არ გაყიდის, ეს პლატფორმა ამერიკაში აკრძალვის საფრთხის რისკის ქვეშ დადგება.

Bloomberg-ის ცნობით, ჩინელ მაღალჩინოსნებს ურჩევნიათ, რომ TikTok მშობელი კომპანია ByteDance Ltd-ის მფლობელობაში დარჩეს, თუმცა მათ უკვე დაიწყეს სათადარიგო გეგმის განხილვა იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო კანონს ძალაში დატოვებს.

მედიის ცნობით, ჩინეთის მთავრობაში ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება, რომ TikTok-ზე კონტროლი მასკის X-მა (ყოფილი Twitter) დაამყაროს და ორივე ბიზნესი ერთად მართოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები