აშშ „ჰანტავირუსით“ ინფიცირებული გემიდან ამერიკელების ევაკუაციის გეგმავს
ამერიკის შეერთებული შტატები აცხადებს, რომ კანარის კუნძულებზე „ჰანტავირუსით“ ინფიცირებული საკრუიზო გემიდან ამერიკელების ევაკუაციის ფრენას აწყობს.
„სახელმწიფო დეპარტამენტი აწყობს რეპატრიაციის ფრენას, რათა ხელი შეუწყოს ამ გემზე მყოფი ამერიკელი მგზავრების უსაფრთხო დაბრუნებას.
ჩვენ პირდაპირ კომუნიკაციაში ვართ გემზე მყოფ ამერიკელებთან და მზად ვართ საკონსულო დახმარება გავუწიოთ, როგორც კი გემი ესპანეთის ქალაქ ტენერიფეში ჩავა“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ამერიკელი იმყოფებოდა გემზე.
მანამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები იმ 12 ქვეყანას შორის იყო, რომელთა მოქალაქეებიც გემიდან წმინდა ელენეს კუნძულზე გადავიდნენ.