მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომში გამოცხადდება სამდღიანი ზავი – 9, 10 და 11 მაისს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
თეთრი სახლის ლიდერი იმედოვნებს, რომ ეს იქნება ძალიან ხანგრძლივი, მომაკვდინებელი და მძიმე ომის დასასრულის დასაწყისი.
„რუსეთში ეს დღესასწაული გამარჯვების დღეს ეძღვნება, თუმცა, ისევეა უკრაინაშიც, რადგან ისინიც მეორე მსოფლიო ომის დიდი ნაწილი და მნიშვნელოვანი ფაქტორი იყვნენ. ეს ზავი მოიცავს ყოველგვარი კინეტიკური აქტივობის შეჩერებას, ასევე თითოეული ქვეყნიდან 1 000 პატიმრის გაცვლას. ეს თხოვნა უშუალოდ ჩემი მხრიდან გაჟღერდა და მე ძალიან ვაფასებ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თანხმობას ამ საკითხზე. იმედია, ეს იქნება ძალიან ხანგრძლივი, მომაკვდინებელი და მძიმე ომის დასასრულის დასაწყისი. მოლაპარაკებები ამ მასშტაბური კონფლიქტის – მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდის – დასასრულებლად გრძელდება და ჩვენ ყოველდღიურად უფრო და უფრო ვუახლოვდებით მიზანს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.