მეხანძრე-მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში დაშავებული მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხონეში, მთის ფერდობზე დაშავებული მოქალაქე გადაარჩინეს.
უწყების ცნობით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ ,,112”-ში შევიდა ინფორმაცია, რომ სოფელ ხონეში მდებარე მთის ფერდობზე ერთი პირი დაშავდა და გადაუდებელ დახმარებას საჭიროებდა.
“შეტყობინების მიღებისთანავე დაიგეგმა სამაშველო ოპერაცია, რომელშიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფთან ერთად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო.
მეხანძრე-მაშველებმა დაშავებული მოქალაქე, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო, უსაფრთხოდ გამოიყვანეს რთული რელიეფიდან და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს”,- წერია ინფორმაციაში.