მიხეილ სარჯველაძე: ფულის შოვნა არ შეიძლება იყოს მთავარი ამოცანა ჯანდაცვის სექტორში და ამის სამსახურში იდგეს პაციენტის ინტერესის დაცვა, პაციენტის უფლების დაცვა უნდა იყოს რაც შეიძლება მაღალი

ფულის შოვნა არ შეიძლება იყოს მთავარი ამოცანა ჯანდაცვის სექტორში და ამის სამსახურში იდგეს პაციენტის ინტერესის დაცვა. პირიქით უნდა იყოს, – განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი – დებატები“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თმით, მთავარი ამოცანა უნდა იყოს პაციენტის უფლების დაცვა, კონსტიტუციაში ამგვარადაც არის ჩაწერილი, რაზეც პრემიერ-მინისტრმა იმუშავა.

„პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად ვიქნებით ობიექტურად მზად იმისათვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. პოპულარული ფრაზა, რომ ვინმემ რამეს გადაუხვია, არასერიოზულად გამოიყურება. გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებითაც აღმოჩნდა, რომ მთელი ევროპა იღებს ამ კანონს და საქართველო თუ მიიღებდა, ეს იქნებოდა სხვა [პრობლემა]. 50%-ია ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, სადაც სახელმწიფოს ჰოსპიტალური სექტორი ხელში უჭირავს. არა იმიტომ, რომ სახელმწიფოს უნდა სადმე დომინანტი იყოს და აქედან ფულის შემოსავალი მიიღოს, უბრალოდ ჯანდაცვა სპეციფიკური სივრცეა და სავსეა მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობით.

როდესაც ბრუტალურად ყველაფერი ბრმად გადაეცა კერძო კლინიკებს, მათ ეკეთებინათ მათ შორის ისეთი რამ, რაც შეიძლება მათთვის კომერციულად სულაც არ იყო საინტერესო, ამან ბუნებრივია წარმოშვა უზარმაზარი პრობლემები ჯანდაცვის სტრუქტურის გასამართად და ამაშია პრობლემა. მგონია, რომ ევროპაშიც საკმაოდ მონდომებულები არიან, რომ ჰქონდეთ აქტიური პოლიტიკა და ძალიან კარგად იციან იქ მცირე მთავრობის იდეაც, ყველაფერი, მიუხედავად ამისა, ინარჩუნებენ 50%-ს. შვედეთში შეიძლება ეს 80%-ს ცდებოდეს – სახელმწიფოს წილი. დავსვათ რიტორიკულად კითხვა რატომ. პასუხი მგონი ყველასთვის ნათელია. ჩვენთან უკუღმაა, 15%-ზეა ჩამოსული. ამან შექმნა პრობლემები. როგორ გვესმის იცით ვითარება? – კერძო სექტორს ყველაფერი. ფულის შოვნა არ შეიძლება იყოს მთავარი ამოცანა ჯანდაცვის სექტორში და ამის სამსახურში იდგეს პაციენტის ინტერესის დაცვა. პირიქით უნდა იყოს. ჩვენ უნდა გვქონდეს მთავარი ამოცანა – პაციენტის უფლების დაცვა იყოს რაც შეიძლება მაღალი. კონსტიტუციაში ამგვარადაც არის ჩაწერილი, რაზეც პრემიერ-მინისტრმა იმუშავა“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები