პესკოვი: მოსკოვსა და კიევს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება ტრამპის ინიციატივა იყო
რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების 11 მაისამდე გახანგრძლივება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინიციატივა იყო, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ეს ტრამპის ინიციატივაა“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მისი ინიციატივით, რუსეთი და უკრაინა 9-დან 11 მაისამდე, სამდღიან ცეცხლის შეწყვეტას დაამყარებენ.