„ყველაზე მეტად პიონის ქსოვა მიყვარს“ – თეონა ლონდარიძის ნაქსოვი ყვავილები, ძვირფასი საჩუქარი და მარადიული სიყვარულის სიმბოლო

 დუშეთის აიონის სოფელ ბოდორნაში ცხოვრობს. ჩხირებით ქსოვა  7 წლის ასაკში ისწავლა, რაც გამოადგა მოგვიანებით, როდესაც ოჯახი შექმენ.  ბევრი თავისუფალი დრო ჰქონდა,  გადაწყვიტა, ეს საქმე უკეთესად შეესწავლა და მცირე შემოსვლის წყაროდ ექცია.
შემდეგ
ისწავლყაისნაღით ქსოვაც, დაიწყ საბავშვო სამოსისა და სათამაშოების ქსოვა. ამ ბოლო დროს კი ყვავილების ქსოვაზე გადაერთ. ქსოვაზე დამოკიდებული ადამიანი ვარ და ყვავილებმა განსაკუთრებით ჩამითრია. – თეონა ლონდარიძის პერსონა.

– საინტერესო  ბავშვობიდან?
– მოგეხსენებათ, 2000-იან წლებში ხშირად არ იყო ელექტროენერგია. დედაჩემი და ბიცოლაჩემი ქსოვდნენ  წინდებს. მოწყენილობისგან გადავწყვიტე, მეც მესწავლა. საკმაოდ რთული იყო, მაგრამ იმდენად მინდოდა, მაინც ვისწავლე.
– ოჯახის შექმნის შემდეგ საბავშვო სამოსის და სათამაშოების ქსოვა დაიწყეთ, რაც, უპირველესად, თქვენს შვილებსაც წაადგათ… რა შეგძინათ იმ პერიოდმა?  რით იყო დასამახსოვრებელი?
– პირველი ბავშვის ორსულობისას ავიღე პირველი შეკვეთები და კარგად მახსოვს, ჩემი გამომუშავებული ფულით აბაზანის ნაკრები ვიყიდე პატარისთვის. ჩემს პატარას ვუქსოვდი წინდებს, ქუდებს, ჟაკეტს. მაშინ ყაისნაღით ქსოვა ჯერ არ ვიცოდი, სათამაშოების ქსოვა ცოტა მერე დავიწყე და  მეორე ბავშვიც მეყოლა.  ბოლო პერიოდში დაიწყეთ ყვავილების ქსოვა – საბავშვო სათამაშოებიდან გადაერთეთ.  ყვავილი ძალიან ფაქიზი და რთული მოსაქსოვია… რატომ მიგიზიდათ?
–  ყვავილები ძალიან მიყვარს, ეზოში 50-ზე მეტი ვარდი მიდგას. ნაქსოვი ყვავილები მეუცხოვა, მომეწონა ის, რომ საყვარელი ყვავილი შეგიძლია სახლის დეკორად  გამოიყენო.  ის არ დაჭკნება და არ გაფუჭდება. მერე მომეწონა იდეა, რომ შეიძლება აჩუქო საყვარელ ადამიანს და ის ყოველთვის იქნება მის სიახლოვეს სამახსოვროდ, როგორც მარადიული სიყვარულისა და პატივისცემის სიმბოლო.
– თქვენს გვერდზე თეოს ნაქსოვები ყვავილების მრავალფეროვანი არჩევანია. ქსოვთ სასურველ ყვავილსაც. სხვა ჩვეულებრივი ნაქსოვებისგან განსხვავებით, ალბათ უფრო რთულია ყვავილების მოქსოვა?
–  იმის მიუხედავად, რომ უკვე დიდი ხანია ვქსოვ და ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგადაც ვიცი, მაინც ძალიან რთული იყო და არის. ყოველი ფურცელი და ფოთოლი სათითაოდ იქსოვება და შემდეგ ეწყობა. აწყობის პროცესიც საკმაოდ რთულია, სანამ ალღოს აუღებ. ცხელი სილიკონის თოფით რამდენჯერ დავიწვი თითები, ვერ დავთვლი.–  საყვარელი ყვავილი, რომლის ქსოვაც გიყვართ?
– მოქსოვილი მაქვს: ლილია, ტიტა, ვარდი, ლავანდა, გვირილა, პიონი, ყაყაჩო და კიდევ სწავლის პროცესში ვარ. ყველაზე მეტად პიონის ქსოვა მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი დრო მიაქვს. შედეგი ამად ღირს…
– საინტერესო ისტორია…
– ერთხელ მარჯვენა ხელი დავიწვი და – საკმაოდ მაგრად. ეს იყო ჩემთვის დიდი ტრაგედია, წამებში გავიაზრე, რომ დიდი ხნის მანძილზე ვერ მოვქსოვდი. რაღაც პერიოდის შემდეგ იმდენად მომინდა, რომ გამოვნახე ყაისნაღის ჭერის ახალი გზა და მაინც დავიწყე. დავიწყე და გამომივიდა, რა თქმა უნდა, მეტი დრო მოვანდომე, მაგრამ მოვქსოვე დინოზავრი, ისე მიხაროდა.–  ნაქსოვი ყვავილი სილამაზეა, რომელიც არასოდეს ჭკნება…
– არ მიყვარს, ყვავილი რომ ჭკნება, მით უმეტეს – ნაჩუქარი. ჩემი ყვავილები მზადდება შეკვეთით კონკრეტული ადამიანისთვის და ატარებს სითბოს, სიყვარულს, კონკრეტულ მომენტებს. იდეალურია სახლის დეკორისთვისაც
– ჰობი…
– უბრალოდ ჰობს ვერ ვუწოდებდი, დამოკიდებული ვარ ქსოვაზე. ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, პროფესია, ანტისტრესი, დასვენების ერთ-ერთი გზა…–   როგორ ასწრებთ ყველაფერს ერთად, ოჯახის საქმეებსაც და ხელსაქმესაც?
– ოჯახი მუდამ გვერდით მიდგას. თავიდან მხოლოდ ღამე ვქსოვდი ან როდესაც ბავშვებს ეძინათ. ახლა გაიზარდნენ და მეტი თავისუფალი დრო მაქვს. როცა რამე მაქვს მოსაქსოვი, ვცდილობ, სახლის საქმე მალე მოვიმთავრო, რომ მეტი დრო მქონდეს მოსაქსოვად. ვქსოვ, ძირითადად, ფილმის ან სერიალის ყურებისას.
–   პირველი შემფასებელი?
– მეუღლე  პირველი შემფასებელი და კრიტიკოსია. მას თუ მოეწონა ჩემი ნამუშევარი, ესე იგი, გამომივიდა.
– სამომავლო გეგმები…
– გეგმას ვერ დავარქმევდი, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, გავხსნა პატარა მაღაზია.


თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები