ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით, გორში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით, გორში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან სიმონ გულედანთან და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან მარლენ ნადირაძესთან ერთად მებრძოლთა მემორიალი გვირგვინებით შეამკო.
საბრძოლო დიდების მუზეუმთან შეიკრიბნენ სამამულო ომის მონაწილეების ახლობლებიც. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს 81 წლის წინ განვითარებული მძიმე მოვლენები.