კანარის კუნძულებზე იმ საკრუიზო გემის დასახვედრად ემზადებიან, რომელზეც “ჰანტავირუსი” დაფიქსირდა

ესპანეთში, კანარის კუნძულებზე ამ შაბათ-კვირას იმ საკრუიზო გემის 140-ზე მეტი მგზავრი ჩავა, სადაც “ჰანტავირუსით” რამდენიმე ადამიანი დაინფიცირდა.

ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტოს (UKHSA) განცხადებით, MV Hondius-ზე დაფიქსირებული “ჰანტავირუსის” აფეთქებასთან დაკავშირებით საერთაშორისო მონიტორინგი და მგზავრების კონტროლი გრძელდება.

UKHSA-ის ინფორმაციით, გემზე მყოფი ბრიტანეთის მოქალაქეების ნაწილი დიდ ბრიტანეთში დაბრუნებისთვის ემზადება. უწყებაში აცხადებენ, რომ დაბრუნების პროცესი სპეციალური უსაფრთხოების პროტოკოლით განხორციელდება, ხოლო მგზავრებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში თვითიზოლაცია და ჯანმრთელობის მონიტორინგი მოუწევთ.

შეერთებული შტატები 17 ამერიკელი მგზავრისთვის თვითმფრინავს გაგზავნის, რათა ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ. მედიის თანახმად, სხვა ქვეყნებიც მსგავს მისიებს გეგმავენ.

ჯანდაცვის უწყებები აცხადებენ, რომ გლობალური რისკი ამ ეტაპზე დაბალია, თუმცა გამოძიება გრძელდება, რადგან არსებობს ეჭვი, რომ საქმე შესაძლოა Andes-ის შტამს ეხებოდეს – ეს არის ჰანტავირუსის იშვიათი ფორმი, რომლის გადაცემაც ადამიანიდან ადამიანზეც შესაძლებელია.

მიუხედავად იმისა, რომ “ჰანტავირუსის” ანდების შტამი შეიძლება გავრცელდეს ადამიანებს შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, ის, როგორც წესი, მოითხოვს ხანგრძლივ ზემოქმედებას და არა შემთხვევით კონტაქტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები