ლავროვი: თუ დასავლეთი გამარჯვების დღის აღნიშვნაში ჩაერევა, არანაირი შეწყალება არ იქნება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დასავლეთის ქვეყნები გააფრთხილა, რომ თუ ისინი კიევის საშუალებით გამარჯვების დღეს ჩაშლიან, არანაირი შეწყალება არ იქნება.
მინისტრის თქმით, მტერი ცდილობს რუსებისთვის წმინდა დღესასწაულის ჩაშლას.
„მინდა სრული პირდაპირობით და პასუხისმგებლობით განვაცხადო: თუ მოხდება ის, რასაც ახლა დასავლეთში აღორძინებული ნაცისტები უკრაინის მეშვეობით აკეთებენ, მათ მიმართ არავითარი შეწყალება არ იქნება“, – აღნიშნა ლავროვმა.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა უნდა აღმოფხვრას უკრაინის ტერიტორიიდან მომდინარე ნებისმიერი საფრთხე.