ლევან მაჭავარიანი – ოპოზიციაზე: არანაირი მომავალი არ გააჩნიათ, კრახით დაუსრულდებათ 26 მაისი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ოპოზიციურ ალიანსს მომავალი არ გააჩნია. ამის შესახებ მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

„26 მაისი ოპოზიციის პატრონებს არ აინტერესებთ, ეს არის ყურადღების გადატანა. მათ პატრონებს ბოლომდე აქვთ გადაწყვეტილი, რომ „ლელო“ და გახარიას პარტია ბოლომდე გამიჯნონ მიხეილ სააკაშვილისა და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისგან“ ჩვენი მოქალაქეების თვალში, რომ თითქოსდა ესენი თავის დღის წესრიგს ატარებენ და არ ემორჩილებიან ზუსტად იგივე ვერტიკალს, როგორც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“. ეს არის ძირითადი ჩანაფიქრი.

ახლა ყურადღების გადატანა ხდება, თითქოს რაღაც ალიანსში დააჯგუფეს, თუმცა ის აქტორები, რომლებიც ალიანსში არიან, კარგად იაზრებენ, რომ ამით „ლელოსა“ და გახარიას პარტიის გამიჯვნა უნდათ, შესაბამისად გვარამიადან დაწყებული, ქალბატონი ჩერგოლეიშვილით დამთავრებული, თავისი ამბიციები აქვთ და ფიქრობენ, რომ თუ ისინი იმიჯნებიან სააკაშვილისგან, თვითონაც გაემიჯნონ მიხეილ სააკაშვილს და ყველაფერს აკეთებენ, რომ გვერდზე გაწიონ. სააკაშვილი ამ ყველაფერს კარგად გრძნობს და აქედანაა გამომდინარე მისი პოსტები. ამათ რა თქმა უნდა არანაირი მომავალი არ გააჩნიათ, კრახით დაუსრულდებათ 26 მაისი. არავითარი რესურსი არ აქვთ და მათმა პატრონებმა ეს ძალიან კარგად იციან“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები