რობერტ ფიცო: უკრაინაში ომი დასასრულს უახლოვდება

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უკვე ვუახლოვდებით რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასასრულს, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ მოსკოვში ჩასვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მთავარი გზავნილი, რომლის გადაცემაც პრეზიდენტ პუტინისთვის მსურს, მთავარი სიტყვა არის დიალოგი. ჩვენ უნდა შევხვდეთ და ერთად ვისაუბროთ. მე ნებისმიერი სახის ზავის აბსოლუტური მომხრე ვარ. მიმაჩნია, რომ სჯობს მოლაპარაკებების წარმოება“, – განმარტა ფიცომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები