ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძესთან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
“მეორე მსოფლიო ომში ხულოს მუნიციპალიტეტიდან 750 ადამიანი მონაწილეობდა. მათგან 247 გარდაცვლილი და უგზო-უკვლოდ დაკარგულია,”- წერია ინფორმაციაში.