ლარის კურსი
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8292 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8310 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0018 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8852 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9171 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0319 ლარი შეადგინა.