გერმანიის თავდაცვის მინისტრმა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების დაბლოკვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების დაბლოკვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინის არმიისთვის სამი მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტს არ ბლოკავს.

„არავითარი ბლოკადა არ არსებობს. თავდაცვის სამინისტროში მოვამზადეთ ახალი დახმარების პაკეტი უკრაინისთვის. ახლა ეს პოლიტიკურად უნდა გადაწყდეს, როგორც კი ყველა საკითხი გაირკვევა. ველოდები შესაბამის გადაწყვეტილებას“.

ცნობისთვის, მანამდე „შპიგელმა“ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი და თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ბუნდესტაგის 23 თებერვლის არჩევნებამდე უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით დამატებით სამი მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავენ, თუმცა ამას ხელს უშლის ფედერალური კანცლერის, ოლაფ შოლცის კანცელარია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები