ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრების დროს მოროდიორობისთვის, დაახლოებით, 20 ადამიანი დააკავეს
ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრების დროს მოროდიორობისთვის, დაახლოებით, 20 ადამიანი დააკავეს.
ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მასშტაბური ხანძრის დროს ლოს-ანჯელესის ოლქში, სულ მცირე, 9 000 სახლი განადგურდა და დაზიანდა. ამასთან, ადგილობრივმა ხელისუფლებამ 130 000 ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გასცა.