სოსო არჩვაძე: ინფლაციის ასეთი დაბალი მაჩვენებელი ჩვენ უკვე ორწელიწადნახევარზე მეტია, რაც გვაქვს, მაშინ როცა გაცილებით განვითარებულ ქვეყნებში თვის ინფლაცია წინა თვესთან შედარებით 3%-ის ფარგლებშია

2022 წლის ივნისიდან ინფლაცია 1%-ზე დაბალია, მაშინ როცა გაცილებით განვითარებულ ქვეყნებში, როგორიც არის აშშ ან ევროკავშირის ქვეყნები, თვის ინფლაცია წინა თვესთან შედარებით 3%-ის ფარგლებშია, – ასე გამოეხმაურა ექსპერტი სოსო არჩვაძე საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკურ მონაცემებს.

„ინფლაციის ასეთი დაბალი მაჩვენებელი ჩვენ უკვე ორწელიწად-ნახევარზე მეტია, რაც გვაქვს. 2022 წლის ივნისიდან ინფლაცია 1%-ზე დაბალია, მაშინ როცა გაცილებით განვითარებულ ქვეყნებში, როგორიც არის აშშ ან ევროკავშირის ქვეყნები, 3%-ის ფარგლებშია თვის ინფლაცია წინა თვესთან შედარებით. ჩვენთან არის ორმხრივად პოზიტიური ტენდენცია – ერთი მხრივ, მაღალი ეკონომიკური ზრდა და მეორე მხრივ, დაბალი ინფლაცია. საბოლოო ჯამში, ეს გვაძლევს იმ პოზიტიურ ეფექტს, რომ მოსახლეობის რეალური შემოსავლები იზრდება საკმაოდ მაღალი ტემპით, გვაქვს დასაქმების მაჩვენებლის მატება, საშუალო ხელფასის მატება და ეს არა ნომინალურ, არამედ რეალურ განზომილებაშიც საკმაოდ მაღალია“, – განაცხადა არჩვაძემ.

მანამდე, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძემ განაცხადა, რომ ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში ყველაზე მეტად წვლილი სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფმა შეიტანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები