არჩილ გორდულაძე: მონაცემები, რასაც საქსტატი ავრცელებს, გამოწვეულია მშვიდობიანი და პრაგმატული პოლიტიკით, რომელიც „ქართული ოცნების“ გუნდს აქვს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური მონაცემები შეაფასა.

„მონაცემები, რასაც საქსტატი ავრცელებს, გამოწვეულია მშვიდობიანი და პრაგმატული პოლიტიკით, რომელიც „ქართული ოცნების“ გუნდს აქვს. აღნიშნული შესაძლებლობას იძლევა, ეკონომიკური მდგრადობა იყოს შენარჩუნებული და უფრო და უფრო წინ ვიაროთ – შევძლოთ, რომ თითოეულ ადამიანამდე მივიტანოთ ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში წლიდან წლამდე ფიქსირდება“, – განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.9% შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები