გივი მიქანაძე: ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური, მაგრამ რეალური გეგმა იმისა, თუ როგორ უნდა განვითარდეს და გაძლიერდეს საქართველოს ეკონომიკა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე აცხადებს, რომ საქართველოში ინფლაციის დაბალი დონე სწორ პოლიტიკისა და სწორ ეკონომიკურ ნაბიჯებს უკავშირდება.

„ხელისუფლების მიერ განხორციელებულმა პრაგმატულმა პოლიტიკამ, მიუხედავად გლობალური და შიდა გამოწვევებისა, აჩვენა, რომ პროცესები წარიმართა ძალიან სწორად და ამან მოგვცა შესაძლებლობა, რომ მინიმალური მაჩვენებლის კომპონენტი ყოფილიყო ინფლაციასთან მიმართებით. ეს პოლიტიკა გაგრძელდება 2025 წელს. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური, მაგრამ რეალური გეგმა იმისა, თუ როგორ უნდა განვითარდეს და გაძლიერდეს საქართველოს ეკონომიკა და თითოეული მოქალაქე ამ პროცესების კეთილდღეობას იგრძნობს“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

შეგახსენებთ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.9% შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები