სებ: 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ -29.8 მილიარდი დოლარი შეადგინა
საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით -29.8 მლრდ აშშ დოლარი (-81.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს -90.5 პროცენტია (წინა პერიოდის მდგომარეობით იგივე მაჩვენებელი – 92.1 პროცენტი იყო). ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით 355.6 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა.
„2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 17.4 მლრდ აშშ დოლარია (47.6 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 1.3 მლრდ აშშ დოლარით აღემატება.
მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 47.2 მლრდ აშშ დოლარი (128.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 1.6 მლრდ აშშ დოლარით აღემატება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.