აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯიმი კარტერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯიმი კარტერი საკუთარ სახლში, 100 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

“აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ბრძანება გასცა, რომ 9 იანვარი იქნება გლოვის დღე მთელს შეერთებულ შტატებში”,- ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

კარტერს, ბოლო წლებში, ჯანმრთელობის რამდენიმე პრობლემა ჰქონდა, მათ შორის მელანომა.

„დემოკრატიული პარტიის“ წევრი, ჯიმი კარტერი პრეზიდენტის პოსტს 1977 წლის იანვრიდან 1981 წლის იანვრამდე იკავებდა. მან თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც არჩევნებში „რესპუბლიკელ“ კონკურენტთან, რონალდ რეიგანთან დამარცხდა.

Reuters-ი წერს, რომ ჯიმი კარტერის პრეზიდენტობის მნიშვნელოვანი მომენტი იყო ისრაელსა და ეგვიპტეს შორის 1978 წლის კემპ-დევიდის შეთანხმების გაფორმება, რამაც ახლო აღმოსავლეთს გარკვეული სტაბილურობა მოუტანა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, მისი პრეზიდენტობის პერიოდი ასევე აღინიშნა რეცესიაში შესული ეკონომიკით, მუდმივი არაპოპულარობით და ირანის მძევლების კრიზისით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები