გიორგი აბაშიშვილი: ერთი მხრივ ბიზნესი, რომელიც შემოსავლის უდიდეს ნაწილს იღებს რუსეთისგან, მეორე მხრივ მთავრობას აბრალებს პრორუსულ კურსს, რაც თავისთავად ნონსენსია

“ერთი მხრივ ბიზნესი, რომელიც შემოსავლის უდიდეს ნაწილს იღებს რუსეთისგან, მეორე მხრივ მთავრობას აბრალებს პრორუსულ კურსს, რაც თავისთავად ნონსენსია”, – ამის შესახებ Business Insider Georgia-ს და „ეკონომიკური ფორუმის“ დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა  „იმედის კვირაში“ ისაუბრა.

„ბუნებრივია, საქართველოს აქვს ლიბერალური სავაჭრო ურთიერთობები, ღრმა და ყოვლის მომცველი ვაჭრობა ევროკავშირთან, თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან და ყველა პარტნიორთან. საქართველო არის საერთაშორისო სანქციების ერთგული, თუმცა საქართველოს არ დაუწესებია მიუხედავად ზეწოლისა, ორმხრივი სანქციები რუსეთისთვის და ეს არის სწორედ შესაძლებლობა ქართველი მეწარმეებისთვის პრაგმატული პოლიტიკის შედეგად მიიღონ შემოსავალი. მაგრამ ამავდროულად ის მეწარმეები, რომლებიც სწორედ ამ პრაგმატული პოლიტიკით სარგებლობენ მეორე მხრივ, საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებენ იმასთან დაკავშირებით, რომ რატომ აწარმოებდა ამ პრაგმატულ პოლიტიკას, გარკვეულწილად ნონსენსია ამ შემთხვევაში, ურთიერთწინააღმდეგობრივი განცხადება.

ბიზნესის გამოყენება ხდება პოლიტიკური მიზნებისთვის გამომდინარე იქიდან, რომ მთელ რიგ ბიზნესზე ხორციელდება ზეწოლა, ბულინგი სამწუხაროდ, იმ ყოფილი საჯარო მოხელეების მხრიდან, რომლებიც ერთის მხრივ კორუფციასთან ან რეკეტთან ასოცირდებიან, უბრალოდ ისინი ვერ ივიწყებენ მეთოდებს და ამ შემთხვევაში ისინი მზად არიან, რომ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, მათ შორის, ბიზნესიც არასწორად გამოიყენონ. საბედნიეროდ ბიზნესის 99% -ზე მეტმა ამ ზეწოლაზე თქვა ცალსახა უარი“, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები