1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8128 ლარი გახდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8128 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8082 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0046 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9236 ლარია – მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9174 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0062 ლარი შეადგინა.