მოსკოვში აფეთქების შედეგად რუსეთის ბირთვული დაცვის ძალების უფროსი დაიღუპა
მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთში აფეთქების შედეგად, რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ძალების ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი დაიღუპა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.
„მოსკოვის რიაზანსკის პროსპექტზე, საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელთან მოთავსებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. ინციდენტის შედეგად კირილოვი და მისი თანაშემწე დაიღუპა“, – იტყობინება დეპარტამენტი.
ადგილზე გამომძიებლები, კრიმინალისტები და ოპერატიული სამსახურები მუშაობენ.