ტრამპი: ამერიკასა და ჩინეთს ერთად მსოფლიოს ყველა პრობლემის გადაწყვეტა შეუძლიათ
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკასა და ჩინეთს ერთად მსოფლიოს ყველა პრობლემის გადაწყვეტა შეუძლიათ.
თავის განცხადებაში ტრამპმა აქცენტი ჩინეთის ლიდერზე, სი ძინპინზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ის შესანიშნავი ადამიანია.
„ჩინეთსა და აშშ-ს ერთად მსოფლიოს ყველა პრობლემის გადაჭრა შეუძლიათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სი ძინპინი ჩემი მეგობარი იყო. ის აქ დიდი ხანი იმყოფებოდა, ჩვენ მრავალ საათს საუბარში ვატარებდით. ის შესანიშნავი ადამიანია. პრესას არ უყვარს, რასაც ვამბობ, მაგრამ ის შესანიშნავი პიროვნებაა“, – აღნიშნა ტრამპმა.