ტრამპი: უკრაინის ქალაქების აღდგენას 100 წელი დასჭირდება

უკრაინის ქალაქების აღდგენა 100 წელი დასჭირდება, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე ომის ფონზე ადამიანები „ისეთ დონეზე კვდებიან, რაც არავის უნახავს“.

„ეს რთული მოვლენაა. ადამიანები ისეთი რაოდენობით იღუპებიან, რაც არავის არასდროს უნახავს. ის, რაც იქ ხდება, იმაზე უარესია, ვიდრე ის ინფორმაცია, რაც ვრცელდება. საუბარია ორივე მხარის დანაკარგებზე“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები