„სულელური და მცდარი“ – ტრამპი ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის რუსეთში დასავლური იარაღის გამოყენების ნებართვაზე

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის რუსეთის სიღრმეში დასავლური იარაღით დარტყმების განხორციელებაზე ნებართვას „სულელური და მცდარი“ უწოდა.

მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებული ომის დასრულების შესახებ შეთანხმების დასადებად უნდა მოემზადოს.

როგორც ტრამპმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მან უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის სიგნალი მიიღო, რომ მას „მშვიდობა სურს“ და ამიტომ, ახლა ამ თემის განხილვას კრემლის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები