გერმანიის ბუნდესტაგმა ოლაფ შოლცს უნდობლობა გამოუცხადა
გერმანიის ბუნდესტაგმა ოლაფ შოლცს უნდობლობა გამოუცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
შოლცმა 733-ადგილიან პარლამენტში 207 ხმა მოიპოვა, რომელიც მისი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის საკმარისი არ არის.
ახლა მან გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს პარლამენტის დათხოვნა უნდა შესთავაზოს.
აღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად გერმანიის პრეზიდენტს 21 დღე ექნება.
ამასთან, მოქმედი ხელისუფლება მუშაობას გააგრძელებს ვადამდელი არჩევნების ჩატარებამდე, რომელიც სავარაუდოდ 2025 წლის 23 თებერვალს გაიმართება.