FT: ასადმა გაქცევამდე მილიონობით დოლარი და ევრო ნაღდი ფულის სახით რუსეთში გაგზავნა
სირიის ცენტრალურმა ბანკმა, 2018-2019 წლებში, 250 მილიონამდე დოლარი ნაღდი ფულის სახით თვითმფრინავებით მოსკოვში ფარულად გადაიტანა,- ამის შესახებ The Financial Times-ი წერს.
გამოცემის მტკიცებით, ფულის სირიაში გადატანა იმ დროს მოხდა, როცა სირია რუსეთის მხარდაჭერაზე ძალიან იყო დამოკიდებული, ხოლო თავად ბაშარ ასადი დასავლური სანქციების ქვეშ იმყოფებოდა.
ამის პარალელურად, ასადის ოჯახი ფიქციური კომპანიების მეშვეობით მოსკოვში უძრავ ქონებას ყიდულობდა. ფულს სირიიდან რუსულ ბანკებში რიცხავდნენ, რომლებიც შემდეგ ამერიკული სანქციების ქვეშ აღმოჩნდნენ.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, დევიდ შენკერმა The Financial Times-ს განუცხადა, სავარაუდოდ, ასადის რეჟიმი ქვეყნიდან ყაჩაღობით მოპოვებული ფულის რუსეთში გატანით იყო დაკავებული, რათა შემდეგ რუსეთის დედაქალაქში მას და მის გარემოცვას კარგად ეცხოვრა.