სამხრეთ კორეის პრეზიდენტი – ბოლომდე ვიბრძოლებ ჩემი გადაწყვეტილების დასაცავად
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბოლომდე იბრძოლებს თავისი გადაწყვეტილების დასაცავად. იუნ სუკ იოლმა გასულ კვირას საომარი მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება გაამართლა და განაცხადა, რომ მან ეს ქვეყნის დემოკრატიის დასაცავად გააკეთა.
როგორც სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს მცდელობა დემოკრატიის დაშლის თავიდან ასაცილებლად და ოპოზიციის საპარლამენტო დიქტატურის წინააღმდეგ კანონიერი გადაწყვეტილება იყო.
ქვეყნის პარლამენტში მისი იმპიჩმენტის მეორე კენჭისყრის წინ, რომელიც საბოლოოდ ჩავარდა, იუნ სულ იოლმა განაცხადა, რომ ის თანამდებობიდან არ გადადგება.
„მე მტკიცედ ვიქნები, ვიბრძოლებ ბოლომდე იმპიჩმენტს მომიწყობენ, თუ გამოძიებას ჩამიტარებენ, ყველაფერს გავუმკლავდები“, – განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა და ბოდიში მოიხადა ხანმოკლე საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო.
ცნობისთვის, სამხრეთ კორეის პრეზიდენტს პარლამენტში იმპიჩმენტის მეორე კენჭისყრა ემუქრება, რომელიც შაბათს იგეგმება. ამასთან, პრეზიდენტთან დაკავშირებით, 3 დეკემბერს გამოცხადებული საომარი მდგომარეობის გამო, სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობს.