იტალიის სანაპიროსთან გემი ჩაიძირა – ერთადერთი გადარჩენილი, 11 წლის გოგონა, 3 დღის შემდეგ იპოვეს
მაშველებმა იტალიის სანაპიროსთან 11 წლის გოგონა გადაარჩინეს, რომელიც ზღვაში 3 დღის განმავლობაში მარტო იმყოფებოდა,- ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
გემი იტალიის სანაპიროსთან ჩაიძირა. ის შტორმში მოხვდა, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა. გემზე ჩაძირვამდე 45-მდე მგზავრი იმყოფებოდა.
გოგონა გერმანულმა საქველმოქმედო ორგანიზაცია CompassCollective-მა გადაარჩინა. მათი განმარტებით, ისინი სხვა სამაშველო ოპერაციაზე მიდიოდნენ, როდესაც გოგონას ყვირილის ხმა გაიგეს.
”წარმოუდგენელი დამთხვევა იყო, ჩვენ გავიგეთ ბავშვის ხმა, მიუხედავად იმისა, რომ კატერის ძრავი მუშაობდა”, – განაცხადა კაპიტანმა მათიას ვიდენლუბერტმა.
11 წლის გოგონას თქმით, ის სამი დღის განმავლობაში იყო წყალში ორი თვითნაკეთი სამაშველო პლატფორმით, რომელიც ჰაერით სავსე კამერებისა და უბრალო სამაშველო ჟილეტისგან იყო დამზადებული.
იგი სასმელი წყლისა და საკვების გარეშე გადარჩა და მიუხედავად ჰიპოთერმიისა, ადეკვატურად რეაგირებდა.