სამხრეთ კორეის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თვითმკვლელობა სცადა

სამხრეთ კორეის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, კიმ იონგ-ჰიონმა, რომელსაც ამბოხება ედება ბრალად, დაკავების იზოლატორში თვითმკვლელობა სცადა,- ამის შესახებ სამხრეთ კორეის სასჯელაღსრულების სამსახურის გენერალურმა კომისარმა, შინ იონგ-ჰემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყოფილმა მინისტრმა თავის მოკვლა ფორმალური დაკავების ორდერის გაცემამდე სცადა.

ცნობისთვის, კიმ იონგ-ჰიონი სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების მცდელობაში მონაწილეობის ბრალდებით სეულში 8 დეკემბერს დააკავეს. ბრალდების მიხედვით, ყოფილმა მინისტრმა პრეზიდენტს სამხედრო მდგომარეობის გამოცხადება ურჩია.

მანამდე, 4 დეკემბერს სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა, კიმ იონგ-ჰიონმა პრეზიდენტი იუნ სუკ იოლის მიერ საომარი მდგომარეობის დაწესების მცდელობისა და საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევის გამო ბოდიში მოიხადა და თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები