რუსეთის ქალაქ ტაგანროგზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა
რუსეთის ქალაქ ტაგანროგზე ღამით სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, დაზიანდა სამრეწველო საწარმო, დაიწვა 14 მანქანა, – ინფორმაციას რუსული მედია როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელზე, იური სლიუსარზე დაყრდნობით ავრცელებს.
„წუხელ ტაგანროგზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. დაზიანდა სამრეწველო საწარმო, დაიწვა 14 მანქანა, წინასწარი მონაცემებით, არავინ არ დაშავებულა“, – აღნიშნა გუბერნატორმა.
მისი ინფორმაციით, თავდასხმისგან გამოწვეული ზარალის ოდენობა ჯერ არ დაზუსტებულა.