1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7938 ლარი გახდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7938 ლარი გახდა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7753 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0185 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9564 ლარია – მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9365 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0199 ლარი შეადგინა.