გიორგი გამსახურდია: ჩვენ, ქართველ პატრიოტებს, საქართველოზე შეყვარებულ ხალხს ვერ მოგვერევით ვერასდროს – საუკეთესო ევროპული ქვეყნების პრაქტიკით, გაგეცემათ პასუხი
“პირდაპირ იძახის, მგიმოში ნასწავლი, რუსულად, რუსული ფულით გამოზრდილი ლიაკა, რომ უნდა ვიძალადოთო. საუკეთესო ევროპული ქვეყნების პრაქტიკით, გაგეცემათ პასუხი, კანონის მთელი ძალით და მის ფარგლებში”,- ამის შესახებ გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.
გამსახურდიას თქმით, ოპოზიცია ჩაფლავებულია.
“პირდაპირ იძახის, მგიმოში ნასწავლი, რუსულად, რუსული ფულით გამოზრდილი ლიაკა, რომ უნდა ვიძალადოთო. საუკეთესო ევროპული ქვეყნების პრაქტიკით, გაგეცემათ პასუხი, კანონის მთელი ძალით და მის ფარგლებში. ჩაფლავებულები ხართ, თქვენ უკეთესად იცით ეგ. ჩვენ კიდევ, ქართველ პატრიოტებს, საქართველოზე შეყვარებულ ხალხს ვერ მოგვერევით ვერასდროს, ვერცერთ ჩვენ გმირ პოლიციელს და საჯარო მოხელეს. უსამშობლოები და რუსეთუმეები თქვენთვის გვიჩუქნია. მაგრამ ეგენიც მოვლენ აზრზე, უკვე მოსულები არიან,”- წერს გიორგი გამსახურდია.