ირაკლი კობახიძე – მოხარული ვარ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრით, საუბრისას განვიხილეთ საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა და განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ იმ ერთობლივ პროექტებს, რომლებიც ჩვენი რეგიონის როლს აძლიერებს გლობალური დაკავშირებადობის კონტექსტში

მოხარული ვარ მსოფლიო ურბანული ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, მის აღმატებულება ილჰამ ალიევთან შეხვედრით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, საუბრისას განიხილეს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა.

„მოხარული ვარ მსოფლიო ურბანული ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრით. საუბრისას განვიხილეთ საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა და განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ იმ ერთობლივ პროექტებს, რომლებიც ჩვენი რეგიონის როლს აძლიერებს გლობალური დაკავშირებადობის კონტექსტში”, – აღნიშნავს პრემიერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები